"გურია ნიუსის" ინფორმაციით, გუშინდელი სტიქიის შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის მაცხოვრებლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ. ტექნიკური სამუშაოების შემდეგ, "ენერგო პრო ჯორჯიამ" ელექტროენერგიის აღდგენა მოსახლეობის ნაწილისთვის უკვე მოახერხა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის მეორე ნაწილს ელექტორენერგია ერთ საათში აღუდგებათ.
რაც შეეხება სტიქიას, ოზურგეთის მუნიციპლიტეტის დაბა ლაითურში დაზიანებულია სახლები, ქარსაცავ ზოლში წაქცეულია ხეები. ჩახერგილი გზები კი, მალევე გაწმინდეს.
თუ რა ზარალი მიაყენა გუშინდელმა სტიქიამ დაბა ლაითურს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, სპეციალურმა კომისიამ ზარალის დათვლა უკვე დაიწყო.