თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, თბილისში ე.წ, ყვითელი ავტობუსების ახლით შეცვლა მომავალი წლიდან დაიწყება.
მისივე თქმით, დროში გაწერილი სქემის მიხედვით, დედაქალაქის ავტოპარკი სრულად განახლდება.
"საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად ვმუშაობთ "იბიარდისთან". გვაქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მხარდაჭერაც და მომავალი წლის გარკვეულ პერიოდში თბილისში გვეყოლება ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. როგორი იქნება ქმედებები, ამის შესახებ უახლოეს პერიოდში გაცნობებთ, რადგან ამ საკითხთან მიმართებაში პროგრესი გვაქვს", _ აღნიშნა ლექვინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.