ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის ყოფილი დირექტორი, სპარტაკ გოგიტიძე მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას უკანონოს უწოდებს და ამის დამტკიცებას სასამართლოს გზით აპირებს.
" ვაპირებ სამართლიანობა სასამართლოს გზით აღვადგინო. მე დავამტკიცებ, რომ უსამართლოდ მოხდა ჩემი გათავისუფლება," – ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრის დროს სპარტაკ გოგიტიძე.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის განცხადებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების #1|კ 595 შესაბამისად, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორს სპარტაკ გოგიტიძეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება.
დაბა ნასაკირალში სპარტაკ გოგიტიძის გათავისუფლებას საპროტესტო აქცია მოჰყვა. სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები, მის დაბრუნებას ითხოვენ.