შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ზაქრო ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2015 წლის 25 აგვისტოს გორში, სამეფო ქუჩაზე, "ვითიბი ბანკში" შეიჭრა, მოლარე-ოპერატორს 4865 ლარი, 800 აშშ დოლარი, 200 ევრო გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.