ავიაკომპანია AMERICAN AIRLINES-ის პილოტი რეისის შესრულების დროს გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, თვითმფრინავში, რომელიც ფენიქსიდან ბოსტონის მიმართულებით მიფრინავდა 147 მგზავრი იმყოფებოდა, თუმცა, ავარიული დაშვების გამო არავინ დაშავებულა.
AMERICAN AIRLINES-ის თავმჯდომარის, დიგ პარკერის განცხადებით, გუნდურ მუშაობაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ის ამაყობს იმ ეკიპაჟით, რომელიც თვითმფრინავზე იმყოფებოდა და ექტრემალური ვითარების დროს არ დაბნეულა.
მისივე თქმით, ავიაკომპანიაში მომუშავე ყველა პილოტი ფიზიკურ შემოწმებას წელიწადში ერთხელ გადის, ხოლო კაპიტნები, რომლებიც 40 წელზე მეტი ასაკის არიან შემოწმებას ყოველ 6 თვეში გადიან.
ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის ადმინისტრაციის ცნობით, 1994 წლიდან დღემდე რეისის დროს 7 პილოტი დაიღუპა, მათ შორის ერთი ჩარტერულ რეისს ასრულებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პილოტი, რომელიც ფენიქსი-ბოსტონის რეისის შესრულებისას დაიღუპა 57 წლის იყო და გული აწუხებდა.