თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეებს შორის სხდომის მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა.
სასამართლო 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეს განიხილავს, თუმცა მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და სხვა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების ადვოკატები მოსამართლე ლალი მსხილაძის აცილებას მოითხოვენ.
ადვოკატების მტკიცებით, მოსამართლე მსხილაძე, რომელიც კოლეგიას თავმჯდომარეობს, ვერ იქნება ობიექტური ვინაიდან ნოემბრის მოვლენების დროს მსხილაძე სახალხო დამცველ სოზარ სუბარის მრჩეველი იყო და სწორედ მან მოამზადა ომბუცმენის დასკვნა 7 ნოემბერის მოვლენებზე.
ადვოკატებმა სხდომაზე წარმოადგინეს ტელეკომპანია "ობიექტივის" ეთერიდან ამოღებული ვიდეომასალა, სადაც მოსამართლე "ნაციონალურ მოძრაობას" და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებს.
პრეზენტაციამდე კი სდომათა დარბაზში ადვოკატებმა შუამდგომლობის პრეზენტაციით წარდგენა მოითხოვეს, რაზეც თავად მსხილაძემ კოლეგა ორ მოსამართლესთან შეთანხმების გარეშე თქვა, რომ ეს შეუძლებელი იყო.
მისი მოსაზრება სხდომაზე მყოფმა სასამართლო კოლეგიის სხვა წევრებმა არ გაითვალისწინეს, რასაც სხდომაზე მოსამართლეებს შორის უთანხმოება მოჰყვა.
"არაფერი არ მაქვს დასამალი და სიმართლე ვთქვა მაინტერესებს რა ინფორმაცია მოიძიეთ ჩემზე. მე არ მაშფოთებს ის ინფორმაცია რაც აქ გაჟღერდება მე მაშფოთებს ის პრეცედენტი რაც აქ შეიქმნა. ჩემმა კოლეგებმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს", _ განაცხადა მოსამართლე ლალი მსხილაძემ.
ამ განცხადების შემდეგ კოლეგიაში შემავალმა ერთ-ერთმა მოსამართლემ განაცხადა, რომ ის თვითაცილებას ითხოვს საქმიდან და თავს მსხილაძის განცხადების გამო შეურაცხყოფილად გრძნობს.
მოსამართლეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველი ვიდეო შეგიძლიათ აქ იხილოთ