ინფრასტრუქტურული პროექტები ოზურგეთში ჩვეულ ფაზაში გრძელდება. ქალაქის მერი, ბეგლარ სიორიძე საკრებულოს თავმჯდომარესთან, გელა კობალაძესათან ერთად სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
აქტიურად მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნიკოლაძის ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარს ქალაქის მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია ''black sea group'' აგებს.
პარალელურად, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრიბოედოვის, გურიის, ჭანტურიასა და ჩანჩიბაძის ქუჩებზე მიმდინარეობს. სულ მალე გზის დაგება თაყაიშვილის მეორე ჩიხშიც დაიწყება, სადაც გზა ბეტონის საფარით განახლდება.
ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე მდინარეზე. 46 მეტრის სიგრძის გაბიონი მოსახლეობის პრობლემას, უამინდობის დროს მდინარის ადიდებასთან დაკავშირებით, საბოლოოდ გადაჭრის.
ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება სანიაღვრე არხების მოწყობა გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კორპუსებთან. აღნიშნული არხები ცხაურებით დაიფარება და წვიმის დროს ეზოების წყლით განმუხტვას უზრუნველყოფს.
(R)