საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო დამზადება-გამოყენების ფაქტი გამოავლინა.
გამოძიებით დადგინდა, რომ შპს "SKIPPER"-ის ხელმძღვანელი პირების მიერ, სისტემატურად ხდებოდა დიდი ოდენობით "FAIRY"-ის ნიშანდებული პროდუქციის მართლსაწინააღმდეგო დამზადება და რეალიზაცია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შპს "SKIPPER"-ის საწარმოდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობის კუსტარულად დამზადებული სარეცხი საშუალება და წარმოებისთვის გამზადებული სასაქონლო ნიშნები.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით.