https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

  • მსოფლიო

    ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

    “დაიღუპა 3 და დაშავდა 10 ადამიანი” _ რუსეთმა ხარკოვში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას დაარტყა

    ირანის პრეზიდენტი: ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო შუამავლობის მცდელობები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

უბრალო ადამიანის წერილი საზოგადოებას _ “ღმერთები ყველას გვაძლევენ ასეთ შესაძლებლობებს”

13:10; 7.10.2015
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ეს წერილი მაშინ დავწერე, როდესაც ექიმმა გამომიცხადა, რომ სასწრაფო ოპერაცის თუ არ გავიკეთებდი, ჩემი ჯამრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდებოდა. დიაგნოზის დასაზუსტებლად გამოკვლევა ჩავიტარე ონკოლოგიურ საავადმყოფოში და ანალიზის პასუხის მოლოდინში ბაღში ჩამოვჯექი.

რა თქმა უნდა, მთელმა ცხოვრებამ გამირბინა თვალწინ. ბავშობიდან მიტაცებდა ფიქრი. მიყვარდა განმარტოება. გონებაში სხვადასხვა პეიზაჟს წარმოვიდგენდი და შემდეგ ეს სურათები მოთხრობების სახით გადამქონდა ფურცლებზე. ამიტომ გადავწყვიტე, როცა გავიზრდებოდი, მწერალი გამოვსულიყავი.

ზაფხულის ერთ ლამაზ დღეს მოწამეთაში წამიყვანა დედამ. ტაძარი რომ მოვილოცეთ და ეკლესიის ეზოში შევჩერდით, უამრავი ნატვრის ხე შევნიშნე. დედამ მითხრა, თუ სურვილს ჩავიფიქრებდი და ხეს ფერად ლენტს შევაბამდი, ოცნება აუცილებლად ამისრულდებოდა.

მახსოვს, ლენტი არ აღმოგვაჩნდა, მაგრამ მე დავდექი ხესთან და ჩემი ნატვრა ჩურჩულით გავანდე ირგვლივ ყველაფერს. მას შემდეგ მჯეროდა, გავხდებოდი ნამდვილი მწერალი და დავწერდი ისეთ წიგნს, რომლის წაკითხვის შემდეგ ადამიანი დაიჯერებდა, რომ სიყვარული ყველაფერზე მნიშვნელოვანია და თითოეულ ჩვენთაგანს თავისებურად შეუძლია ამის შესახებ წერა, ხატვა, სიმღერა და ფიქრი.

უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, კერძო კომპანიაში დავიწყე მუშაობა. ბევრი საქმე მქონდა, მაგრამ გულის სიღრმეში ყოველთვის მინდოდა მხოლოდ მოთხრობები მეწერა. შინაგანი ხმა მეუბნებოდა: მეგობარო, დაანებე ყველაფერს თავი, მხოლოდ ის საქმე აკეთე, რომელიც გიყვარს. მაგრამ მე ყოველდღიურ ერთფეროვნებაში ვიყავი ჩაფლული. ძილის წინ ვოცნებობდი – მოვიდოდა დრო, როცა დავიწყებდი წერას. მართალია, მქონდა ბლოკნოტი და ვწერდი ჩანახატებს, მაგრამ თუ გსურს ოცნება აისრულო, ბოლომდე უნდა დაიხარჯო. მე სხვა სფეროში მივაღწიე წარმატებას – გავხდი ერთ-ერთი კომპანიის კომერციული დირექტორი. თუმცა ეს არ იყო საქმე, რომელიც მიყვარდა. ეს იყო მოვალეობა, რომელიც დირექტორთა საბჭოს წევრებმა დამაკისრეს მხოლოდ იმიტომ, რომ იცოდნენ, უდიდეს პასუხისმგებლობის ვგრძნობდი ჩვენი კომპანიის მიმართ.

ჩაყვითლებულ ბაღში წითლად ღვიოდნენ ბროწეულები, საღამოს ნიავში მშვიდად შრიალებდნენ ხეები და კუდბუთქუნა ციყვები მხიარულად დახტოდნენ ტოტიდან- ტოტზე. ამიტომ მომინდა ისეთი რამე დამეწერა, ადამიანები მიმხვდარიყვნენ, რომ ყველაფერს კარგავენ, როცა არ უფრთხილდებიან სამყაროს, რომელშიც ყველანი ერთად ვცხოვრობთ. ვუყურებდი მზეს, ცაზე ჩამწკრივებულ ფერად ღრუბლებს და ვხვდებოდი როგორი ბედნიერი შემეძლო ვყოფილიყავი, მაგრამ არ ვაფასებდი გარშემო არაფერს.

ბევრს ვწუწუნებდი ამინდის, პოლიტიკის და სამსახურის გამო. საქმიანი სახით ვესაუბრებოდი თანამშრომლებს და არასდროს მეცალა გულთბილი საუბრებისთვის. არ მქონდა დრო, სათანადო ყურადღება დამეთმო ოჯახის წევრებისთვის. ვიცოდი, არ ვიქცეოდი კარგად, მინდოდა გამომესწორებინა ყველაფერი, მაგრამ მეგონა ნებისმიერ დროს შევძლებდი ამას. ათასი საზრუნავი მქონდა და უამრავი დრო მოვანდომე მათ მოგვარებას.

ყოველთვის მეჩქარებოდა სამსახურში, საქმიან შეხვედრებზე და არასდროს ჩამისუნთქვას დილის ნიავი ისე, რომ მეგრძნო, როგორი მშვენიერია ეს ყველაფერი. გულის სიღრმეში ვიცოდი, უკეთესი იქნებოდა, თუ საქმიანი ადამიანის ნიღაბს მოვიშორებდი და გარშემო ყველაფერს მეტი გულისყურით მოვეკიდებოდი. მივხვდი, რომ ამ რამდენიმე დღეში ძალიან ბევრი შენიშვნა მომცა ღმერთმა.

არ დაველოდე ანალიზის პასუხს, სასწრაფოდ დავტოვე საავადმყოფო და ტაძარში წავედი. ეკლესია სავსე იყო ყვავილებით. ახლა ყველაზე მეტად ამის გამო დამწყდა გული. მთელი ცხოვრება ვგრძნობდი, მოკლებული ვიყავი ღმერთთან ურთიერთობის ბედნიერებას, მაგრამ ვერ მოვახერხე ეკლესიის მრევლი გამხდარვიყავი. ვნანობდი ამაოდ გაფანტულ დროს, მაგრამ განსაკუთრებით იმას განვიცდიდი, რომ სამყაროს ცოტა სიყვარული და ცოტა ლოცვა დარჩებოდა ჩემგან.

ეკლესიის გუმბათზე ისხდნენ მტრედები. ჩემი გული სავსე იყო სინანულით. ყოველთვის მეგონა, ცრემლები სისუსტეს ნიშნავდა. არ ვიცოდი, ერთ დღეს სინანულის ცრემლებით თუ ავტირდებოდი. დიდხანს ვიდექი სიჩუმეში. ქაშუეთის ტაძრიდან გამოსული შუქი ანათებდა ეზოს. ტაძარში სანთლები ციმციმებდნენ. ვისაც სინანულის წუთები გამოუცდია, მისთვის კარგად არის ნაცნობი სულში შემოჭრილი მოულოდნელი გრძნობა, რომელსაც ზოგი იმედს, ზოგი კი რწმენას უწოდებს. შეიძლება დაინახო ჩიტი, რომელიც ღრუბლებში დაცურავს და სიხარული იგრძნო. ნელ-ნელა ცუდი ფიქრები ქრება და გონებაში კეთილი აზრი იბადება. ამბობენ, ასეთ წუთებში უფალი მოდის და შენი სულიდან მიაქვს სასოწარკვეთა.

მობილური რომ აწკრიალდა, რეალობას დავუბრუნდი. აღელვებული ჩანდა ჩემი გოგონა. მისი ხმის გაგონებამ გამახარა. ნაბიჯებს ავუჩქარე და სახლისკენ გავეშურე.

ჩვენ უდიერად ვექცევით ცხოვრებას და გარშემო მყოფ ადამიანებს, რადგან ვფიქრობთ, რომ სიკვდილი – ეს არასასიამოვნო სტუმარი – არასოდეს გვესტუმრება. ხშირად ვტკენთ გულს ერთმანეთს და ძვირფას წუთებს ამაოებაში ვკარგავთ. იშვიათად მიგვაქვს გულთან სხვისი ტკივილი და სხვა ადამიანის თვალებში ვერასდროს ვხედავთ დარდს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დედამიწა მხოლოდ ჩვენს გარშემო ბრუნავს, რადგან თითოეული ჩვენგანი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და ეს ფიქრები იშვიათად არის სიყვარულით სავსე. უამრავ ყოფით საზრუნავში ვართ ჩაფლული და მთავარი ფასეულობები გვავიწყდება. ყველას გვინდა ბედნიერი ცხოვრება. მაგრამ ასე მხოლოდ მაშინ ვიცხოვრებთ, თუ წარმატებას მივაღწევთ საქმეში, რომელიც გვიყვარს.

ჩვენ გავთავისუფლდებით შურისა და ეგოიზმისაგან, რადგან რეალიზებული ადამიანი სამყაროში მხოლოდ კარგ ფერებს ხედავს და უჩნდება სურვილი, გარშემო სხვებიც იყვნენ კარგები. არა აქვს მნიშვნელობა მხატვარი გახდები, პოეტი, თუ მუსიკოსი. შეიძლება კარგი მშენებელი გამოხვიდე, ან, უბრალოდ, მშვენიერი ხის თაროები დაამზადო. მთავარია, ყველაფერი სიყვარულით აკეთო და აღარ მოგიწევს ფიქრი უსიყვარულობაზე. საქმე, რომელშიც წარმატებას მიაღწევ, დაგეხმარება გაუზიარო სხვებს შენი გამოცდილება. ამ გზით ბევრ სიკეთეს მოუტან სამყაროს და ყოველთვის სიყვარულით იქნება სავსე შენი გული.

ღმერთები ყველას გვაძლევენ ასეთ შესაძლებლობებს. უბრალოდ, ჩვენს მონდომებაზეა დამოკიდებული აღმოვაჩინოთ ეს ყველაფერი საკუთარ თავში. ადამიანი ყოველთვის იმ საქმეს უნდა ემსახურებოდეს, რომელიც მოსწონს. შეიძლება ახლა ფიქრობ, რომ ასე არ ხდება შენს ცხოვრებაში. სინანული გვერდზე გადადე და პატარა ნაბიჯები გადადგი შენი სურვილებისკენ. შეუძლებელია, ადამიანმა საკუთარი ცხოვრება ერთ დღეში შეცვალოს. ცვლილებები შენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი უნდა იყოს. თუ სამყარო სევდიან გაკვეთილს ჩაგიტარებს, აუცილებლად დაფიქრდები.

გული სინანულით აგევსება იმის გამო, ამდენი წელი ხელმოცარული რომ იყავი. ფიქრობდი, გარემოებები თავად შეცვლიდნენ შენს ცხოვრებას და პრობლემებს კეთილი ფერიები მოგიგვარებდნენ. სინამდვილეში ადამიანს თავად შეუძლია იყოს როგორც სხვისი, ისე საკუთარი თავის ჯადოქარი, რომელსაც ბევრი ოცნების ასრულება შეუძლია. არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის სიცოცხლე გაქვს.

მთავარია, მიხვდე შეცდომებს და შეცვალო ის, რაც ყველაზე მეტად არ მოგწონს საკუთარ თავში. მთავარია, გააბედნიერო სხვა ისე, რომ სამუდამოდ შემორჩეს გულში შენი სითბო. ვისაც ჩემნაირი პრობლემა გაქვთ, გჯეროდეთ, რომ ავადმყოფობამ გადაწყვიტა თქვენი გამოცდა. ჩამოჯექით ბუნებაში და აღმოაჩინეთ სევდაზე უკეთესი ფიქრები საკუთარ თავში. ადამიანი ყოველთვის გულით დაატარებს “ასეთ მაგარ რაღაცეებს”. თუ გაიაზრებ, როგორ ათბობს ოქროსფერი მზე სამყაროს, მიხვდები – შენც მისი ნაწილი ხარ. ამიტომ მზის სხივები ასე ადვილად არ მიგატოვებენ განსაცდელში. მხოლოდ მაღლა, ცაში იციან ღმერთებმა, სინამდვილეში სიცოცხლის რამდენი დღე გვაქვს დარჩენილი ანგარიშზე. იქნებ ისინი აპირებენ გაზარდონ ჩვენი სიცოცხლე და სწორედ ამ მიზეზით მუშაობენ სამჭედლოში შორეული ანგელოზები.

ამიტომ გადავწყვიტე, ერთად შევკრიბო ჩემი ნაწერები. როგორც კი გათენდება, შევუდგები ამის კეთებას. ერთ ,,ხის სახლში“ დავაბინავებ ჩემს მოთხრობებს. ვისაც სურვილი ექნება, გადმოიღებს თაროდან ჩემს წიგნს, რომელსაც გულიდან გადმოვწერ. თუ ჩემს წიგნს წაიკითხავენ სხვები, სადაც არ უნდა ვიყო, ბედნიერი ვიქნები. თურმე ოცნებები გულში არ უნდა გამოკეტო. მათ ჭირდებათ ფრთები, მაღლა ცაში რომ აიჭრან და გადაიფრინონ მთები.

რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა შევაბათ ნატვრის ხეს ფერადი ლენტები, ავანთოთ სანთლები და აციმციმდეს მთელი ქალაქი. მაგრამ, როდესაც ამ რიტუალს დავასრულებთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ოცნება რეალობად ვაქციოთ, მივაღწიოთ დასახულ მიზანს და გავხდეთ წარმატებული ადამიანები. ამ გზით შეიცვლება ჩვენი გული, ვისწავლით ყველაფრის სიყვარულს და სამყარო გახდება უფრო ბედნიერი. რა იქნება ამაზე კარგი? რა თქმა უნდა არაფერი.

ახლა თქვენ ალბათ გაიფიქრებთ: ,,ნუთუ ეს შესაძლებელია? ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ სამყარო იშვიათად ირგებს ფერად სათვალეებს“. სამყაროს სათვალეები არ სჭირდება. ეს ჩვენ გვჭირდება ყველაფრის უკეთესად შეცნობა… მოდით, ყველანი ვიყოთ ოპტიმისტები და ერთხელ და სამუდამოდ დავიჯეროთ, რომ დედამიწა არის ადგილი, სადაც ყველა ერთმანეთზეა შეყვარებული, ყოველი დღე სასწაულია და ოცნებების ასრულება მხოლოდ ამ მიწაზეა შესაძლებელი.

დადუნა ნადარაია
წყარო
გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება”- ირაკლი კობახიძე

10:07; 8 მარტი, 2026
საზოგადოება

ახალი აკრძალვა, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

17:05; 7 მარტი, 2026
საზოგადოება

საქართველოში ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს

14:42; 7 მარტი, 2026
საზოგადოება

ლოცვა, რომელიც მიცვალებულთა ხსენების დღეს უნდა წაიკითხოთ

14:22; 7 მარტი, 2026
საზოგადოება

სად ქრებიან ადამიანები საქართველოში _”ჩემი შვილი ვერც ცოცხალი ვნახე და ვერც მკვდარი”

10:25; 7 მარტი, 2026

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

მუსიკის მოსმენა გულისთვის სასარგებლოა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში სასამართლოში დაკითხვაზე თინა ხიდაშელი მივიდა

12:50; 8.03.2026
პოლიტიკა

კობახიძე: Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია, ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა

12:25; 8.03.2026
ზაფრანი

„სარეკორდო სპექტაკლი“

11:52; 8.03.2026
ზაფრანი

„მესხი-კალოევის დუეტი“- ამბავი, რომელიც ნოდარ ახალკაცის კაბინეტში მოხდა

11:25; 8.03.2026
სამართალი

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

11:13; 8.03.2026
სამართალი

პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 36 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

11:02; 8.03.2026
სამართალი

არასრულწლოვნები სავაჭრო ობიექტს ძარცვავდნენ – შსს ვიდეოჩანაწერს ავრცელებს

10:58; 8.03.2026
სამართალი

საია: საქართველოში მნიშვნელოვნად ზიანდება ქალთა უფლებები და მდგომარეობა ქვეყანაში

10:53; 8.03.2026
ზაფრანი

„არასაფეხბურთო ამბავი“

10:39; 8.03.2026
ზაფრანი

„არ დაა-კლებ-თ?“ – როგორ აჩუქა მეცხვარემ „ჯაპანას“ ცხვარი ბავშვის ერთი კითხვის გამო

10:27; 8.03.2026
საზოგადოება

“გვაქვს შობადობის მკვეთრი კლება”- ირაკლი კობახიძე

10:07; 8.03.2026
21-ს ქვევით

კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

17:45; 7.03.2026
მსოფლიო

ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

17:33; 7.03.2026
საზოგადოება

ახალი აკრძალვა, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

17:05; 7.03.2026
სამართალი

“ავტომანქანაში იარაღიდან გასროლით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით ავტომანქანა მდინარისკენ დააგორა”

16:50; 7.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო