რუსეთმა სირიაში ისლამურ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან ღია თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა. აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, მოსკოვი მზად არის ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მიიღოს.
როგორც ცნობილია, მან ასევე ყველა მზვერავს მოუწოდა ინფორმაციების გაცვლისკენ.
"ჩვენ რამდენიმე დეტალის დაზუსტება გვჭირდება, რომლის შესახებაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და პენტაგონის წარმომადგენლები ექსპერტების დონეზე იმჯელებენ", _ განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მაიორ-გენერალმა, იგორ კონაშენკოვმა.