ფრანგმა მეცნიერებმა უნიკალურ მეთოდს მიაგნეს, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერი ჯგუფის სისხლიდან უნიკალური სისხლის მიღება
აღნიშნული მეთოდი გადაწყვეტს პრობლემას, რომელიც უკავშირდება სისხლის დეფიციტს სამედიცინო დაწესებულებებში. ბოლო პერიოდში სულ უფრო ნაკლებია ადამიანთა რიცხვი, რომლებიც თანახმანი არიან, არა თუ უფასოდ, არამედ ანაზღაურების საფუძველზეც კი ჩააბარონ სისხლი.
სპეციალისტების ჯგუფმა საჯაროდ განაცხადეს, რომ მათ უკვე შეუძლიათ მეორე, მესამე და მეოთხე ჯგუფის სისხლი პირველი ჯგუფის სისხლად გადააქციონ. როგორც ცნობილია, პირველი ჯგუფის სისხლის გადასხმა შესაძლებელია ყველა ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებისათვის.
მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მეორე და მესამე ჯგუფის სისხლში არის ორი განსხვავებული ტიპის შაქრის მოლეკულა და სწორედ ისინი აფერხებენ ადამიანში იმუნური სისტემის მუშაობას.
მეცნიერებმა ასევე გამოარკვიეს, რომ მეოთხე ჯგუფის სისხლში ერთდროულად ორი სხვადასხვა ტიპის მოლეკულაა. შესაბამისად, პირველი ჯგუფის სისხლში ანტიგენები ფაქტობრივად არ არის და ამიტომაც ის გამოყენებადია სხვა დანარჩენი ჯგუფის სისხლთან შეთავსებისთვის. მეცნიერთა შეფასებით, უნიკალური მეთოდი შესაძლებელს გახდის მრავალი სიცოცხლე იქნეს გადარჩენილი.