ქიმიის დარგში, ნობელის პრემია სამ მეცნიერს- ტომას ლინდალს, პოლ მოდრიჩს და აზიზ სანკარას გადაეცათ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მათ ნობელის პრემია დნმ-ის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის პროცესის შესწავლისთვის მოიპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პრიზი რვა მილიონი შვედური კრონა გამარჯვებულებს შორის განაწილდება.
"ეს მოულოდნელი იყო. გასული წლების განმავლობაში ასეულობით ადამიანს შორის რამდენჯერმე მეც ვიყავი პრიზიორი, თუმცა მე ვამაყობ დღევანდელი დღით და ვგრძნობ, რომ გამიმართლა", _ განაცხადა ტომას ლინდალმა.
როგორც ცნობილია, ნობელის პრემია, ორშაბათს, ნობელის ასამბლეამ ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში კაროლინსკას ინსტიტუტს პიონერული ნარკოტიკების პარაზიტული დაავადებების წინააღმდეგ გამოყენების განვითარებისთვის მიანიჭა.
გარდა ამისა, სამშაბათს, ნობელის პრემია ფიზიკაში ნეიტრონებზე მუშაობის გამო თაკააკი კაჯიტას და არტურ მაქდონალდს გადაეცათ.