ოზურგეთის მუნიციპალიტეტში წუხელ მთელი ღამის განმავლობში წვიმდა და ახლაც გრძელდება. სოფელ ჭანიეთში პატარა ღელეები უცებ იქცნენ მდინარეებად. სოფლის ცენტრალური გზის არაერთ მონაკვეთზე გაჭედილია წყალგამტარი გვირაბი და ღვარცოფი პირდაპირ ასფალტზე მიედინება.
" დილაადრიან სამსახურში ვარ. ჯერჯერობით, ზარალზე საუბარი მიჭირს. რასაც ვხედავ და სადაც მივედი, საშიში არაფერია. არც შუქი გამქრალა ღამის განმავლობაში, '_ უთხრა "გურია ნიუსს" გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ჭანიეთში მერაბ ბერაძემ.