წელს პირველი შემთხვევაა, როცა გადაუღებელი წვიმის მიუხედავად ქალაქი არ დატბორილა. ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც ქალაქის მერიამ ზაფხულის პერიოდში განახორციელა, წარმატებით დასრულდა.
ყველას ახსოვს უამინდობის დროს დატბორილი ქალაქის ქუჩები და გმირთა მოედანი, როდესაც მოძრაობა პარალიზებული იყო და მოსახლეობამაც მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა.
პროექტმა, რომელიც მდინარეების გაწმენდასა და გასწორხაზოვნებას, სანიაღვრე არხებისა და ცხაურების მოწყობას მოიცავდა, უამინდობისას ქალაქის ცენტრალური ნაწილის წყლისგან განმუხტვა უზრუნველყო.
(R)