გუშინ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, ლანჩხუთის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი სასამართლომ ნაწილობრივ გაამართლა. მოსამართლემ დაავალდებულა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა ურუშაძე, დააკონკრეტოს, რა მიზეზით გაატავისუფლა ზენაიშვილი დაკავებული თანამდებობიდან. ასევე გამგეობას დაეკისრა სასამართლო ბაჟის – 100 ლარის გადახდა.
მოასამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი შოთა ჩაგუნავა, რომლის თქმით, სასამართლო დავა შემდეგ ეტაპზე გაგრძელდება, რადგან ზაზა ურუშაძემ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
"გურია ნიუსის" კითხვებს შოთა ჩაგუნავამ უპასუხა.
– ბატონო შოთა, რატომ არ ეთანხმებით მოსამართლის გადაწყვეტილებას?
– მოსამართლეს აქვს პოზიცია, რომელიც მან გამოხატა. ჩვენ მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ვეთანხმებით. ორგანული კანონის აბსოლუტურად საპირისპიროს განმარტავს.
– რაში არ ეთანხმებით მოსამართლეს?
– ორგანული კანონის განმარტება იყო მისგან არასწორი.
– კონკრეტულად რა თქვა არასწორად?
– ამ შემთხვევაში გამგებელი ექსკლუზიური უფლებებით არის აღჭურვილი და არ ჭირდებოდა დასაბუთება, რისთვის გაათავისუფლა, გამგებლის პირველი მოადგილე ვახტანგ ზენაიშვილი.- გვითხრა ჩაგუნავამ.

































































