ოზურგეთში, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაში, სკოლის პედაგოგის, სასულიერო პირის, მამა ვახტანგის (თოხაძე) უცნაურ სწავლის მეთოდებს სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის.
როგორც "გურია ნიუსს" სახალხო დამცველის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანა თამაზაშვილმა უთხრა, "გურია ნიუსის" ექსკლუზიურ სტატიაზე, რომლის თანახმადაც მამა ვახტანგმა მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა, მოკვლევა გუშინ დაიყო.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფაქტი "გურია ნიუსთან" სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სხვა სასულიერო პირებმაც დაადასტურეს.
სამრევლო სკოლის მოსწავლეების თქმით, მამა ვახტანგი "ურჩ" მოსწავლეებს "ხუმრობით სჯის":
_ ზოგჯერ მეტანიებს გვაკეთებინებს, ზოგჯერ დაჩოქებას გვთხოვს, თუმცა, წკეპლით გაროზგვის ფაქტს ადგილი მხოლოდ ერთხელ ჰქონდა, _ აღნიშნავენ სამრევლო სკოლის მეცხრეკლასელები, რომლებისთვისაც დასჯის ამ მეთოდებში უცნაური და განსაკუთრებული არაფერია.
აღნიშნული ფაქტის შესახებ ვრცლად იხილეთ ლინკი: მღვდელმა მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა _ სკანდალი სამრევლო სკოლაში





























































