დღეს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ თხოვნით მიმართა მოსამართლეებს, ნება დართონ პროკურორის ოფისს დაიწყოს გამოძიება 2008 წელს, საქართველოში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე. ამ მიზნით პროკურორმა საქართველოში 2008 წლის 1ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება ითხოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქართულ ენაზე ჰააგის სისხლის სამართლის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს.
როგორც სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროკურორი ფატუ ბენსუდს საქართველოში 2008 წლის 1-ელი ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება სურს.
მათივე ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონსა და საქართველოს შორის შეიარაღებულიშეტაკებები, რომელშიც ასევე რუსეთის ფედერაცია იყო ჩართული, გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში, პროკურორის ოფისი ჩაერთო საქართველოს საქმის წინასწარ შესწავლაში.
პროკურორი თვლის, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილიჰქონდა ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები.
"პროკურორის ოფისში არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ და რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე წევრის შესაძლო მონაწილეობით მოსახლეობის იძულებით გადაადგილების შედეგად 51-დან113-მდე ეთნიკური ქართველი სამოქალაქო პირი დაიღუპა.
აღნიშნული კამპანიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა ის,რომ 13.400-დან 18.500-მდე ეთნიკური ქართველი იძულებით იქნა გადაადგილებული და 5.000-ზე მეტი ქართველის კუთვნილისაცხოვრებელი განადგურდა. არსებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურორის ოფისი მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნულ და სხვასამართლდარღვევებს, როგორიცაა მოროდიორობა და სამოქალაქო მოსახლეობის ქონების მასიურად განადგურებაფართომასშტაბიანი ხასიათი ჰქონდა და წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების განდევნის გეგმის ნაწილს. შედეგად, პროკურორის შეფასებით ეთნიკური ქართველი მოსახლეობის რაოდენობა კონფლიქტის ზონაში შემცირდა მინიმუმ 75პროცენტით.
პროკურორს აგრეთვე გააჩნია გონივრული საფუძველი, რათა ირწმუნოს, რომ როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე ქართულმაშეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები, რაც გამოიხატა მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებზე და მათობიექტებზე თავდასხმაში. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ქართველების სამშვიდობო ობიექტები მრავალჯერ მძიმედიქნა დაცხრილული სამხრეთ ოსეთის სამხედრო პოზიციებიდან, რის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ქართველიმშვიდობისმყოფელი. სხვა ინციდენტის დროს კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ძალების თავდასხმისშედეგად 10 რუსი მშვიდობისმყოფელი იქნა მოკლული და 30 დაჭრილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსიმშვიდობისმყოფელების ბაზა და მასში არსებული სამედიცინო დაწესებულება განადგურებულ იქნა.
ბოლო პერიოდამდე, რუსეთის და საქართველოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები აწარმოებდნენ გამოძიებას ამდანაშაულების ჩადენაში ყველაზე მეტად პასუხისმგებელი პირების მიმართ. თუმცა, მოგვიანებით სამართალწარმოებასაქართველოში შეფერხდა. იმის გამო, რომ არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ გამოძიება კვლავ განახლდება ეროვნულ დონეზე დაასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე სხვა სახელმწიფოში არ მიმდინარეობს გამოძიება, და აგრეთვე, საქართველოსსახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე, პროკურორი მიიჩნევს, რომ ეთნიკური ქართველების იძულებით გადაადგილების საქმე,დასაშვები იქნება პროკურორის ოფისისთვის გამოძიების ჩასატარებლად. მშვიდობისმყოფელებზე და მათ ობიექტებზე განზრახთავდასხმის შემთხვევები ამ ეტაპზე ნაწილობრივ იქნება დასაშვები გამოძიების ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში მიმდინარეგამოძიების გათვალისწინებით.
მეტიც, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმის და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით, არ არსებობს გონივრულისაფუძველი ვიფიქროთ, რომ გამოძიების დაწყება არ წაადგება მართლმსაჯულების ინტერესებს. აღნიშნულ დანაშაულთა შედეგადდაზარალებული პირები კვლავ ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას.
დღეს ქალბატონმა პროკურორმა თხოვნით მიმართა სასამართლო პალატას. სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით პროკურორმააცნობა აღნიშნული დანაშაულების შედეგად დაზარალებულ პირებს თუ მათ კანონიერ წარმომადგენლებს, რომ მათ აქვთშესაძლებლობა 30 დღის ვადაში მიმართონ წინასასამართლო პალატას.
იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები მისცემენ ნებართვას გამოძიებისსაწარმოებლად, პროკურორი დაიწყებს საქართველოში კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას.პროკურორის ოფისი გამოძიებას ჩაატარებს ობიექტურად და მიუკერძოებლად.
პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების პროცესში შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურორმა შესაძლოაშუამდგომლობით მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ მათ დაიბარონსასამართლოში ან გასცენ დაპატიმრების ბრძანება საქართველოში სასტიკი დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ, ვინც არ უნდაიყვნენ აღნიშნული პირები", _ აღნიშნულია ჰააგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის ოფისი უფლებამოსილია აწარმოოს გენოციდის, ადამიანურობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულების დამოუკიდებელი და ობიექტური წინასწარი შესწავლა, გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა. პროკურორის ოფისმა ცხრა სიტუაციის გამოძიება დაიწყო: უგანდა, კონგოს დემოკრატიულირესპუბლიკა, დარფური (სუდანი), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (ორი სიტუაცია), კენია, ლიბია, კოტ დივუარი და მალი.ოფისი აგრეთვე აწარმოებს სიტუაციების წინასწარ შესწავლას და ანალიზს ავღანეთში, კოლუმბიაში, გინეაში, ჰონდურასში, ერაყში/დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, პალესტინაში და უკრაინაში.

































































