იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოში დღეს ჩამოვა და ხვალ იუსტიციის სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლებს შეხვდება.
წულუკიანის განმარტებით ფატუ ბენსუდა იმ ადამიანებსაც შეხვდება, რომლებიც ომის შედეგად დაზარალდნენ.
შეგახსენებთ, რომ ფატუ ბენსუდამ რამდენიმე დღის წინ თხოვნით მიმართა მოსამართლეებს, ნება დართონ პროკურორის ოფისს დაიწყოს გამოძიება 2008 წელს, საქართველოში, შეიარაღებული კონფლიქტის დროს ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე.
ამ მიზნით პროკურორმა საქართველოში 2008 წლის 1ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება ითხოვა.
როგორც ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროკურორი ფატუ ბენსუდს საქართველოში 2008 წლის 1-ელი ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე არსებული სიტუაციის გამოძიება სურს.
მათივე ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ რაც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონსა და საქართველოს შორის შეიარაღებული შეტაკებები, რომელშიც ასევე რუსეთის ფედერაცია იყო ჩართული, გადაიზარდა შეიარაღებულ კონფლიქტში, პროკურორის ოფისი ჩაერთო საქართველოს საქმის წინასწარ შესწავლაში.
პროკურორი თვლის, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ვირწმუნოთ, რომ აღნიშნული კონფლიქტის კონტექსტში ადგილი ჰქონდა ომის და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რაშიც იგულისხმება ეთნიკური ქართველების სამხრეთოსეთიდან განდევნის კამპანია და მშვიდობისმყოფელებზე ქართველი და ოსი შეიარაღებული ძალების თავდასხმები.
"პროკურორის ოფისში არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ და რუსეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე წევრის შესაძლო მონაწილეობით მოსახლეობის იძულებით გადაადგილების შედეგად 51-დან113-მდე ეთნიკური ქართველი სამოქალაქო პირი დაიღუპა.
აღნიშნული კამპანიის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა ის,რომ 13.400-დან 18.500-მდე ეთნიკური ქართველი იძულებით იქნა გადაადგილებული და 5.000-ზე მეტი ქართველის კუთვნილისაცხოვრებელი განადგურდა. არსებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურორის ოფისი მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნულ და სხვასამართლდარღვევებს, როგორიცაა მოროდიორობა და სამოქალაქო მოსახლეობის ქონების მასიურად განადგურებაფართომასშტაბიანი ხასიათი ჰქონდა და წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების განდევნის გეგმის ნაწილს.
შედეგად, პროკურორის შეფასებით ეთნიკური ქართველი მოსახლეობის რაოდენობა კონფლიქტის ზონაში შემცირდა მინიმუმ 75პროცენტით.
პროკურორს აგრეთვე გააჩნია გონივრული საფუძველი, რათა ირწმუნოს, რომ როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე ქართულმაშეიარაღებულმა ძალებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები, რაც გამოიხატა მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებზე და მათობიექტებზე თავდასხმაში. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ქართველების სამშვიდობო ობიექტები მრავალჯერ მძიმედიქნა დაცხრილული სამხრეთ ოსეთის სამხედრო პოზიციებიდან, რის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ქართველიმშვიდობისმყოფელი.
სხვა ინციდენტის დროს კი, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართველი ძალების თავდასხმისშედეგად 10 რუსი მშვიდობისმყოფელი იქნა მოკლული და 30 დაჭრილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსი მშვიდობისმყოფელების ბაზა და მასში არსებული სამედიცინო დაწესებულება განადგურებულ იქნა.
ბოლო პერიოდამდე, რუსეთის და საქართველოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები აწარმოებდნენ გამოძიებას ამდანაშაულების ჩადენაში ყველაზე მეტად პასუხისმგებელი პირების მიმართ. თუმცა, მოგვიანებით სამართალწარმოება საქართველოში შეფერხდა.
იმის გამო, რომ არ არსებობს იმის მოლოდინი, რომ გამოძიება კვლავ განახლდება ეროვნულ დონეზე დაასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ საქმეზე სხვა სახელმწიფოში არ მიმდინარეობს გამოძიება, და აგრეთვე, საქართველოსსახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე, პროკურორი მიიჩნევს, რომ ეთნიკური ქართველების იძულებით გადაადგილების საქმე,დასაშვები იქნება პროკურორის ოფისისთვის გამოძიების ჩასატარებლად. მშვიდობისმყოფელებზე და მათ ობიექტებზე განზრახ თავდასხმის შემთხვევები ამ ეტაპზე ნაწილობრივ იქნება დასაშვები გამოძიების ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში მიმდინარე გამოძიების გათვალისწინებით.
მეტიც, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმის და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით, არ არსებობს გონივრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ გამოძიების დაწყება არ წაადგება მართლმსაჯულების ინტერესებს. აღნიშნულ დანაშაულთა შედეგად დაზარალებული პირები კვლავ ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას.
დღეს ქალბატონმა პროკურორმა თხოვნით მიმართა სასამართლო პალატას. სასამართლოს რეგლამენტის მიხედვით პროკურორმააცნობა აღნიშნული დანაშაულების შედეგად დაზარალებულ პირებს თუ მათ კანონიერ წარმომადგენლებს, რომ მათ აქვთშესაძლებლობა 30 დღის ვადაში მიმართონ წინასასამართლო პალატას.
იმ შემთხვევაში, თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები მისცემენ ნებართვას გამოძიებისსაწარმოებლად, პროკურორი დაიწყებს საქართველოში კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას.პროკურორის ოფისი გამოძიებას ჩაატარებს ობიექტურად და მიუკერძოებლად.
პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების პროცესში შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე პროკურორმა შესაძლოა შუამდგომლობით მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს, რომ მათ დაიბარონ სასამართლოში ან გასცენ დაპატიმრების ბრძანება საქართველოში სასტიკი დანაშაულების ჩამდენი პირების მიმართ, ვინც არ უნდა იყვნენ აღნიშნული პირები", _ აღნიშნულია ჰააგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.






























































