https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ანტისანიტარიისა და გარევაჭრობის პრობლემური ფაქტები ოზურგეთის ცენტრში

10:10; 15.10.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთში, თაყაიშვილისა და აბაშიძის ქუჩების კვეთაზე მრავალი სავაჭრო ობიექტია, სადაც მომუშავეთა პრობლემები ანტისანიტარიასა და სალარო-აპარატების პრობლემას უკავშირდება.

თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე #2 მაღაზიაში, რომელიც კერძო პირს ეკუთვნის, ქალბატონები მუშაობენ და სასურსათო პროდუქტით და ტანსაცმლით ვაჭრობენ. მაღაზიის გვერდით ოთხი სანაგვე ურნაა განთავსებული; იქვე სანიაღვრე არხია, რომელსაც ისინი საკანალიზაციო არხად მიიჩნევენ იმიტომ, რომ ადამიანები შიგ ყველაფერს ყრიან ან მის გვერდზე დაყრილი ნაგავი თავისით ცვივა არხში.

_ ეს ადგილი ყველაზე სუფთა უნდა იყოს და, ფაქტობრივად, ნაგავსაყრელად გვიქციეს. ქალაქის ცენტრია, თითქმის, მაგრამ რა? ძროხის თავები, ჩლიქები, ქათმის ბუნდღა და რა ვიცი, რას არ ყრიან აქ. ვაპროტესტებთ, მაგრამ ვინ გვისმენს? ძირითადად, სავაჭრო ცენტრ "მოდერნის" მიერ იყრება ნაგავი, თუმცა, საქონლის ძვლების და ტყავის ნარჩენები აგრარული ბაზრიდან მოაქვთ. პირდაპირ, ყარს აქაურობა, _ გვეუბნებიან მოვაჭრეები ვარდო ქორიძე, ეთერ ბასილია, მაკა მდინარაძე, შორენა ჟღენტი და დარეჯან გოლიაძე.

"ნაგავი ურნაში უნდა ჩაიყაროს და საკანალიზაციო თუ სანიაღვრე არხი უნდა არსებობდეს. ჩვენ ვითხოვთ, დაიხუროს ეს არხი _ ღია არ უნდა იყოს. ნაგვის ურნებში ლეშს არ უნდა ჰყრიდნენ. როგორც გამიგია, ძროხის დაკვლის დროს დატოვებულ უვარგის ნარჩენებს შესაბამისმა სამსახურმა უნდა მიხედოს. აქ, ქალაქის ცენტრში უნდა დაყარონ და აგვაყროლონ?" _ ამბობს დარეჯან გოლიაძე.

#2 მაღაზია და მიმდებარე მიწის მცირე ნაკვეთი, რომელზეც სანაგვე ბუნკერებია განთავსებული, კერძო პირს, სოფელ ბოხვაურის მკვიდრ ნოდარ გირკელიძეს ეკუთვნის. ის ამბობს, რომ ადამიანებმა ერთმანეთს ხელი უნდა შეუწყონ და ნაგვის ურნის დადგმისთვის თუ ადგილმონაცვლეობისთვის არ უნდა იდავონ. როგორც ჩვენი რესპონდენტი ქალბატონები ამბობენ, პრობლემის შესახებ საქმის კურსშია ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე.

_ ბეგლარ სიორიძე იყო ჩვენთან და თქვა, რომ თუ ადგილი, სადაც ნაგვის ურნებია განთავსებული, კერძო პირს ეკუთვნის, მას შეუძლია, ეს ურნები აქედან გაატანინოს. კი თქვა, მარა ვის ესმის? ვის მიაქვს? ადრე სავაჭრო ცენტრ "მოდერნის" წინ იდგა ეს ურნები. მერე აქ გადმოიტანეს და გვახრჩობენ ლეშის სუნით. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრალური ადგილია, უამრავი ხალხი დადის, არა ერთი სტუმარი გაივლის დღეში ასჯერ. როდემდე ვიყვიროთ, ნუთუ, ამაზე მეტად მოწესრიგება არ შეიძლება? _ ამბობს მაკა მდინარაძე.

რაც შეეხება ოზურგეთის აგრარულ ბაზარს, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და სავაჭრო სახეობებიც შერეულია, ე. წ. "გოჭების და შინაური ფრინველის დასაკლავ-შესაწვავი წერტიც" არსებობს. აქ მომუშავე ზვიად აბაშიძე ამბობს, რომ მათ ნარჩენების ჩასაყრელი ურნა უდგათ: "აგერ გვიდგას ნაგვის ურნა და გოჭს დავკლავთ თუ ინდაურს, ნარჩენებს აქვე ვყრით. ტყუილად ნურავინ ნურაფერს დაგვაბრალებს", _ გვითხრა მან.

ბაზარში განთავსებულ ცოცხალი პირუტყვით და ფრინველით მოვაჭრეთა მოზრდილ ფარდულშიც იგივე გვიპასუხეს: "აქვე დგას სანაგვე ურნები, თაყაიშვილის ქუჩაზე რა გვესაქმება?!" _ გვითხრეს მათ და საკუთარ პრობლემაზე გვიამბეს: _ ადრე გარეთ ვვაჭრობდით. ახლა ამ შენობაში შემოგვყარეს. თავზე არ გვაწვიმს, მაგრამ ვიხრჩობით. სცადეთ, ერთი საათით თუ გაძლებთ აქ, _ გვითხრეს მათ და ქალაქის მერი დაადანაშაულეს იმაში, რომ ღია ცის ქვეშ არ გააჩერა და "დახურულ ფარდულში შეყარა":

_ წვიმისგან კი ვართ დაცული, მაგრამ შუქი შიგ არ არის და ვენტილაცია, _ საყვედურობენ ქალბატონები, თუმცა, არც ერთი გვეუბნება საკუთარ გვარ-სახელს და ფოტოობიექტივსაც ერიდებიან, მაინც არაფერი გამოვაო.

_ ახალი ბაზარი შენდება და როგორც ამბობენ, ყველაფერი უმაღლესი სტანდარტების დაცვით მოეწყობა. მანამდე რას ითხოვთ?

_ ვითხოვთ, რომ სადაც ვიდექით, ისევ იქ დაგვაყენონ.

_ როგორ ფიქრობთ, საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე დგომა, ზოგან მჭიდროდ, ზოგან _ მეჩხრად, შესაძლებელია? ბაზარსაც ხომ თავისი ფართი აქვს, რომელიც უკიდეგანო არ არის?!

_ სადაც ჩვენ ვიდექით, "გარაჟი" რომ არის ახლა იმ ადგილზე, ის შეიძლება? _ მიგვითითებენ ისინი საბარგო მიკროავტობუსების მწკრივზე, რომელიც აგრარული პროდუქტით მოვაჭრე ადამიანებს ეკუთვნით…

"გურია ნიუსმა" მიმართა ყველა იმ სამსახურს, ვის მიმართაც მოვაჭრეთა მიერ პრეტენზიები გამოითქვა.

ირინა ინარიძე, სავაჭრო ცენტრ "მოდერნის" დირექტორი: "სანაგვე ურნების შესაბამის ადგილზე განთავსება ქალაქის დასუფთავების სამსახურის პრეროგატივაა. ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა. სადაც დადგამენ, იქ გამოვიყენებთ. ამასთანავე, ჩვენ დასუფთავების გადასახადის სახით ყოველთვიურად 250 ლარს ვიხდით".

ქალაქ ოზურგეთის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსი ვლადიმერ სალუქვაძე: "აღნიშნულ ტერიტორიაზე დგას ოთხი ურნა და მხოლოდ სავაჭრო ცენტრი "მოდერნი" კი არა, ამ ურნებით სარგებლობენ შუაგულ ქალაქში არსებული სხვა ორგანიზაციები და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, ვინც ახლოს ცხოვრობს. ჯერ გეტყვით იმის შესახებ, რომ თითქოს ნაგავს წურავენ… ეს არასწორი ინფორმაციაა. ერთი ნაგავმზიდი 70 ასეთი ურნიდან აღებულ ნაგავს ითავსებს. დაპრესვა ხდება არა მარტო თაყაიშვილის ქუჩაზე, არამედ ყველგან, სადაც აიღებენ. ეს არის ნაგვის ნარჩენის გატანის ტექნოლოგიური პროცესი. რაც შეეხება სანიაღვრე არხს, აუცილებლად გავწმენდთ, რასაც აქამდეც ვაკეთებდით. მოვეკიდებით მეტი ყურადღებით. ვეცდებით, დავხუროთ, თუმცა, ერთხელ დავხურეთ, მაგრამ ჩატეხეს ცემენტის ფილები და შემდეგ გაიჭედა შიგ და უარესი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდით. ურნებს რაც შეეხება, მთავარია, თავსახური დაეხუროს, ღიად არ დატოვონ და სუნიც ნაკლებად იქნება. თითოეული ოჯახის და ახლომახლო მომუშავის ვალია, როგორც საკუთარს, ისე მიაქციონ ყურადღება ამ ტერიტორიას. ჩემი მხრივ, ყურადღებას გავაორმაგებ, რომ აქ ანტისანიტარია არ იყოს".

ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ "დღეისთვის ოზურგეთში მრავალი პროექტი ხორციელდება. აღნიშნულ მონაკვეთზეც მალე დაიწყება მშენებლობა _ იქ გათვალისწინებულია ტროტუარების დაგება და არხების ცხაურით დახურვა, მანამდე კი დასუფთავების სამსახურმა და ადგილობრივებმა თანაზომიერი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რომ სანიტარული ნორმები არ დაირღვეს".

თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე #1 მაღაზიაში მოვაჭრე ქალბატონები, რომლებიც ახლახან "რუსთავი-2"-ის გადაცემა "არჩევნის" რესპონდენტები იყვნენ და საკუთარ პრობლემებზე საუბრობდნენ, ჩვენთან საკუთარი ვინაობის დასახელებას ერიდებიან, ჟურნალისტების მიმართ კი საყვედურს გამოთქვამენ:

_ არავის იმედი არ გვაქვს. ვისაუბრე იმაზე, რომ "ოცნების" ქომაგი ვიყავი. დაპირებები დაპირებად დარჩა, თუმცა, "ნაციონალებს" რომ გაემარჯვათ, დამიჭერდნენ, იმდენს დავრბოდი,-მეთქი. წავიდნენ, მიაჭრეს, მოაჭრეს და დატოვეს, რაც უნდოდათ. არავის იმედი არ გვაქვს. ჩვენ განა ფუფუნებას ვითხოვთ? რამდენ მიტინგზე გვითხრა "ქართულმა ოცნებამ", რომ მცირე მეწარმეს გადასახადი არ ექნება, გაიცემა იაფი სესხი და ყველანაირი შეღავათი დაწესდებაო? სადაა ეს დანაპირები? საგადასახადო სამსახური დღემდე გვაჯარიმებს, სალარო აპარატებს გვთხოვენ, როცა ამ აპარატის შეძენის თავიც არავის აქვს. როცა სოფლიდან მოტანილს ვყიდი, სალარო აპარატში ფული როგორ გადავიხადო? გარკვეულ პერიოდში მაინც რომ გაეწიათ შეღავათი, როგორც გვპირდებოდნენ, არ შეიძლებოდა? ერთ-ერთი ბანკი ლარის კურსით სესხს არ გვაძლევს, დარღვევები გაქვთო და დოლარით თუ გინდათ, წაიღეთო. ლარს თუ ვერ ვიხდი, დოლარს გადავიხდი? ბანკების პოლიტიკა მისაღებია ამ ქვეყანაში?

_ გვითხარით ამ ბანკის სახელწოდება.

_ ერთი კვირის შემდეგ გეტყვით. ახლა დოლარით გვაძლევენ სესხს და იმასაც გაგვიჩერებენ. იძულებული ვართ, გამოვიტანოთ, ასეთი მჩაგვრელობითი დამოკიდებულების მიუხედავად, სხვა რა გზა გვაქვს?! სიკვდილი, მეტი არაფერი… ვერ ვიგრძენით სახელმწიფოსგან თანადგომა. იმდენი ზარალი გვაქვს, დამპალი თუ გაფუჭებული პროდუქტი უნდა გადავყაროთ, გვინაზღაურებს ვინმე? სახლში საჭმელად ნახევრად გაფუჭებული მიგვაქვს, რომ დანარჩენი გამოვიყენოთ. ესაა ცხოვრება? 200 ლარით უკვე დაგვაჯარიმეს. ვერანაირად ვერ გადავიხდი და უნდა მივყვე დინებას, _ გვეუბნებიან ქალბატონები, რომლებიც საგადასახადო სამსახურისგან შევიწროებულად თვლიან თავს და მშველელიც არსად ეგულებათ.

აბაშიძის ქუჩაზე მდგომი კიდევ ერთი გარემოვაჭრე ოჯახი, ცოლ-ქმარი პაპიძეებიც თავს საგადასახადო სამსახურისგან დაჩაგრულად მიიჩნევენ.

_ სახლიდან მოტანილ კივს ვყიდდი. ერთი კილოგრამი იყიდა ვიღაც ქალბატონმა. წასული არ მეგონა, მოვიდა და მითხრა, ქვითარი არ მოგიციაო. თან საგადასახადო სამსახურის წარმომადგენელი მოჰყვა და დამაჯარიმა. ასე ჩასაფრება შეიძლება? რომ მქონდეს, მაგათ ვალაპარაკებ? არ არის გლეხისთვის საშველი _ არც იაფი სესხი, არც შეღავათი! ადრე იძახდნენ, სალარო-აპარატის განვადებით შეძენა შეიძლებაო. ახლა არც ესაა შესაძლებელი. მოწესრიგდითო და თავი თუ აქვთ მოწესრიგებული? ამ ქვეყნის ხელისუფალი რომ პრემიას აიღებს ჩვენი შემხედვარე, იმას რაზე უნდა ველაპარაკო, მჯეროდეს მისი?! ხელისუფლებაში ჩემი ძმა რომ დაჯდეს, ჩემს ჭკუაზე ის არ ივლის. იმას კი არ ვითხოვ, ფუფუნებაში მაცხოვრე,-მეთქი. ჯერ თავი მოიწესრიგოს ჩვენმა ხელისუფლებამ და მერე მოგვთხოვოს ჩვენ წესრიგი. აი, ამას ვითხოვთ. თავიანთი ღიპების მეტი არაფერი ახსოვთ, _ გაბრაზებული ამბობს რამინ პაპიძე, რომელიც დანარჩენი ქალბატონების მსგავსად, 200 ლარით დააჯარიმა საგადასახადო სამსახურმა, თუმცა არ იცის, შეძლებს თუ არა გადახდას…

გარემოვაჭრეთა პრობლემის შესახებ "გურია ნიუსი" შემოსავლების სამსახურის ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსს კახა კოსტავას ესაუბრა:

_ იმ შემთხვევაში, თუ გარემოვაჭრე საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მოწეულ აგრარულ თუ სხვა პროდუქტს ჰყიდის და წარმოადგენს სოფლიდან შესაბამის ცნობას, თავისუფლდება გადასახადისგან. დანარჩენ შემთხვევაში, როცა ყიდულობს და მოგების მისაღებად ჰყიდის, ეს კანონი არ მოქმედებს. კარგად მესმის მათი წუხილი, თუმცა, კანონი მეტ გასაქანს არ გვაძლევს. მუდამ ვცდილობთ, მოველაპარაკოთ, რაღაც შეთანხმებას მივაღწიოთ, თუმცა, მეტი არ გამოდის. ახლა სალარო აპარატის განვადებით გამოტანის საშუალებაც არ არსებობს. ამიტომ რომ არ მოხდეს ინკასო, ყადაღა, გირავნობა, აუცილებელია, საქმე არ მივიდეს დაჯარიმებამდე, _ გვითხრა კახა კოსტავამ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ჰააგის პროკურორი საქართველოში დღეს ჩამოვა _ "დაზარალებულები კვლავ ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას"

გურიაში ისევ სტიქიაა

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

9:43; 3.01.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ვიდეო ადგილიდან

9:34; 3.01.2026
ზაფრანი

როგორ გავატაროთ ახალი წლის 12 დღე

9:26; 3.01.2026
ზაფრანი

ამერიკული საახალწლო „ტრადიცია“

9:20; 3.01.2026
ზაფრანი

უცნაური საახალწლო ტრადიციები

9:13; 3.01.2026
სამართალი

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

22:36; 2.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები თოვლის ბაბუაზე

18:03; 2.01.2026
საზოგადოება

“მოძრაობა გახორციელდება ცალმხრივ რეჟიმში”- საავტომობილო გზების დეპარტამენტი

17:31; 2.01.2026
პოლიტიკა

“საქართველო რუსულ ბანაკშია”- მარკო მიხელსონი

17:19; 2.01.2026
საზოგადოება

დეკანოზი ჯაღმაიძე: სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი

15:17; 2.01.2026
საზოგადოება

დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა

15:09; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე გადავადდა შორ მანძილზე მგზავრთა მიკროავტობუსებით გადაყვანის აკრძალვა

13:56; 2.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთში 2026 წლის პირველი ახალშობილი დაიბადა

13:39; 2.01.2026
სამართალი

“წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა”- ბრალდებული სამეგრელოში დააკავეს

13:15; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე იფუნქციონირებს საახალწლო სოფელი თბილისში

13:05; 2.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო