გურიაში სტიქიას ებრძვიან. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავში, ხევსა და ბუკისციხეში მეწყერი ჩამოწვა. მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით ნაბეღლავში გზა უკვე გახსნილია.
_ ბუკისციხეში გზის სავალი ნაწილი მეწყერმა ჩაიტანა. ადგილი სპეციალური ლენტებით არის შემოსაზღვრული და სამანქანო გზის მცირე ნაწილია დარჩენილი. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, რომ გზა გავლადი და უსაფრთხო გახდეს, _ აღნიშნა კუჭავამ.
რაც შეეხება სოფელ ხევს, როგორც გამგებელმა აღნიშნა რამდენიმე მოსახლე გზასაა მოწყვეტილი, თუმცა გზის ადღგენითი სამუშაოები მალე დაიწყება.

































































