ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირი საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს.
ხელწერილის თანახმად ისინი დღეს საქალაქო სასამართლოში უნდა გამოცხადნენ, სადაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.
სასამართლო რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.
შეგახსენებთ, რომ დღეს გაზპრომთან“ მოლაპარაკების საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე, „ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი დააკავეს.
ტელეკომპანიის ცნობით, აქციას ორგანიზაცია "ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის" მართავდნენ. ისინი ოპერის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე პლაკატებს აკრავდნენ.
ამავე თემაზე იხილეთ: თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავების პირველი კადრები