manifest.ge-მ ინტერნეტპეტიცია გამოაქვეყნა, რომლითაც მოუწოდებს ხელმომწერებს ხელი მოაწერონ "ნაციონალური მოძრაობის", როგორც დესტრუქციული პოლიტიკური ძალის, აკრძალვას.
"დღეს გავრცელდა სამეგრელოს ტყეში გადაღებული ვიდეოკადრები, რომელშიც მამაკაცს აუპატიურებენ, მსგავსი ტიპის კადრები უხვად მოიპოვება და ამაში დამნაშავე ყოფილი ხელისუფლებაა, ერთად მოვითხოვოთ ყველა დამნაშავის უმკაცრესად დასჯა და ნაციონალური მოძრაობის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის აკრძალვა, ასევე, ამ პარტიის ყველა წევრი, ვინც მხილებული იქნება დანაშაულში აეკრძალოს ნებისმიერი პოლიტიკური საქმიანობა."- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს მამუკა აბაშიძე აწერს.
როგორც განცხადების ავტორები აცხადებენ, სულ 15 ათასამდე ხელმოწერაა საჭირო, რომ პეტიცია პარლამენტმა განიხილოს.