NDI ევრაზიული კავშირის შესახებ კვლევის შესწორებულ ვარიანტს ავრცელებს. თავდაპირველ ვერსიაში 27-ე სლაიდზე (უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას? – ა) ევროკავშირში, ბ) ევრაზიის კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მიერ) ტექსტში იყო შეცდომა, კერძოდ, "ევრაზიის კავშირის" ნაცვლად "ევროკავშირი" ეწერა. სწორი ვერსიის მიხედვით უნდა იყოს: ა) ევრაზიის კავშირში, ბ) ევრაზიის კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
NDI-ის განმარტებით, კითხვის ა და ბ ვარიანტები დაესვა რესპონდენტთა ორ სხვადასხვა, წარმომადგენლობით ჯგუფს. ამ მიდგომის მიზანი იყო გამოეკვლია განსხვავება პასუხებს შორის რუსეთის ფედერაციის ხსენების შემთხვევაში და მისი ხსენების გარეშე.
სიმართლეს არ შეეფერება ინფორმაცია, რომ NDI-ის კვლევის მიხედვით, ევროკავშირსა და ევრაზიის კავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი თანაბარია.