ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოპრტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ფინალში ვარლამ ლიპარტელიანმა ფრანგი ძიუდოისტი ალექსანდრე იდირია დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.