თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში სასკოლო მზაობის პროგრამა ამოქმედდა. სპეციალურად ამ პროგრამისთვის ბაღის გადამზადებული მეთოდისტები და აღმზრდელები 5-6 წლიანი ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის იმ უნარ-ჩვევების შესწავლას დაიწყებენ, რომელიც მათთვის ხელისშემწყობი იქნება სკოლაში ტრანზაციის პროცესის დროს.
სასკოლო მზაობის პროგრამა, რომელიც თამაშით სწავლებას გულისხმობს, ბავშვის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას ითვალისწინებს. პროგრამა ხელს შეუწყობს აღსაზრდელის მოტორული, სოციალური, ემოციური და შემეცნებითი უნარების გამომუშავებას, კომუნიკაციისა და მეტყველების განვითარებას.
რაც შეეხება საჯარო სკოლებში გამოყოფილ ფართებში სასკოლო მზაობის პროგრამის გავლის მსურველებს, მათი რეგისტრაცია 12 ოქტომბერს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge დაიწყო, რომელიც 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.