ოზურგეთში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მოქალაქეთა ჯგუფია შეკრებილი, რომლებიც პარტიის ოფისში შეკრებილებს მიმართავენ, რომ პარტია დროზე დატოვონ.
"ეს არის მოღალატეების, ნაძირლების, მამათმავლების პარტია, დროზე დატოვეთ ეს პარტია, ყველა თქვენ გაგინებთ," _ მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეები პარტიის ოფისში შეკრებილებს.
აქციის მონაწილეებმა ოფისთან ბანერიც გააკრეს წარწერით "ლიკვიდირებულია".
"მაგინებლები გაკლიათ თქვენ?! რა იყო, მეტი ვერ ხალხი ვერ შეაგროვეთ?" _ პასუხობდნენ ოფისიდან.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს "ქართული ოცნების" აქტივისტთა მცირე ჯგუფია, რომლებმაც მეტი ხალხი ვერ შეაგროვეს. აქციის მონაწილეები კი საკუთარ თავს "ხალხის წარმომადგენლებს" უწოდებენ.
აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.