ჟურნალისტ თეიმურაზ მეტრეველის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ხსოვნის საღამო გაიმართება.
თეიმურაზ მეტრეველმა საქმიანობა საქართველოს ტელე- რადიო კომიტეტიდან დაიწო, დააარსა გაზეთები: "ქართული კულტურა", "დილის გაზეთი", "კაბადონი-8″. იყო გაზეთ "ახალი ეპოქის" მთავარი რედაქტორი. ასევე, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურის უნივერსიტეტებში. იყო ღირსების ორდენის კავალერი.
ჟურნალისტის ხსოვნის საღამოს „თეიმურაზ მეტრეველის ფონდი“ გამართავს, რომელიც მისმა შვილმა, ციურიხის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ლექტორმა, სულხან მეტრეველმა დაარსა.
ხსოვნის საღამო 20 ოქტომბერს, "მაგთი კლუბში" 17:00 საათზე გაიმართება.