პროკურორთა საბჭოს ექვსი წევრი უკვე არჩეულია.
ხმათა უმრავლესობით პროკურორთა საბჭოს წევრები არიან: გიგა ძნელაძე, ნათია სონღულაშვილი, გოჩა ფარულავა, კონსტანტინე სირაძე, ანა კალანდაძე და თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძე.
საბჭოში 8 პროკურორი წევრია გათვალისწინებული.
დანარჩენი 2 წევრის გამოსავლენად სასტუმრო "ჰუალინგში" საარჩევნო პროცედურა დღეს განახლდება. იგივე პროცედურის გათვალისწინებით , საბჭოს კიდევ ორი წევრი პროკურორი დღეს იქნება არჩეული.
არჩევნებში საქართველოს მასშტაბით 438-მა მოქმედმა პროკურორმა და გამომძიებელმა მიიღო მონაწილეობა.