"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით მჟავანაძე დღეს ლანჩხუთში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.
როგორც მოგეხსენებათ "ქართული ოცნების" წევრებმა, მხარდამჭერებმა და ა.(ა).ი.პ-ის თანამშრომლებმა ლანჩხუთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის კარები ელექტრო შემდუღებლით შეკრეს.
"დღეს ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთის ორგანიზაციაში "ქართული ოცნების" ფარჩაკთა ბრბო შეიჭრა. ისტერიკაში მყოფმა ხელისუფლებამ ყველა ხაზი გადაკვეთა და ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას. მიუხედავად ამისა, გპირდებით რამდენი ზონდერიც არ უნდა გამოგზავნო პუტინის მონა მოღალატე ივანიშვილო, არც მეტი არც ნაკლები ყველა მათგანს დედას მო……..თ და ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ." – ასე ეხმაურება ამ ფაქტს სოციალური ქსელით დავით მჟავანაძე.
"გურია ნიუსი" დავით მჟავანაძეს ტელეფონით დაუკავშირდა. მისი თქმით, ისინი არ აპირებენ არავისთან მივარდნას და არც თავდასხმას.
" ეს არის გაფრთხილება, ნებისმიერი ადამიანს, ზონდერს, რომელიც გაბედავს და შემოვა არასწორი თამაშის წესებით და შეეცდება ძალისმიერი მეთოდებით მოახდინოს ზეწოლა პოლიტიკური პარტიის წევრებზე, ჩვენ აუცილებლად დავხვდებით, როგორც მათ ეკადრება და მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ." – ამბობს მჟავანაძე.