ცოტა ხნის წინ 22 წლის ფედერიკა ჯულიანი მილანური კლუბის – "ინტერის" ყველაზე სექსუალურ ქომაგად დასახელდა და მას საპატიო ტიტული – "მის ინტერისტა" გადაეცა.
ლამაზმანი დიდი ხანია, მილანურ კლუბს ქომაგობს და იტალიის ჩემპიონატის მატჩებს რეგულარულად ესწრება.
ფედერიკას განსაკუთრებით არც ერთი ფეხბურთელი არ მოსწონს, თუმცა, სიმპათიები აქვს კლუბის ცოცხალი ლეგენდის – არგენტინელი ხავიერ ძანეტის მიმართ.
ჯულიანის თქმით, როდესაც ის ჯერ კიდევ ბაღში დადიოდა, ძანეტი უკვე "ინტერის" ფორმით ასპარეზობდა და, სწორედ ამის გამო იმსახურებს პატივისცემას 42 წლის ფეხბურთელი, რომელმაც აქტიური სპორტული კარიერა გასულ წელს დაასრულა.