პრემიერი ოპოზიციურ პარტიას მიმართვას და ბოლო შანსს აძლევს თავი დაანებონ პროვოკაციაზე ფიქრს და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას.
"ბოლო შანსი გაქვთ თქვენ ყველას, ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან თუ კანონს დაარღვევენ, არამედ ხალხისგან.
მათ მადლობა უნდა თქვან იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შესაძლოა უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.