საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები.
_ ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქეის მოვალეობაა. და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ წუთებში მიმდინარეობს.