მედიასახლი “გურია ნიუსი“ აპროტესტებს გუშინ, 21 ოქტომბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ოფისთან "რუსთავი 2"-ის ადგილობრივი კორესპონდენტის შეურაცხყოფის ფაქტს.
ნებისმიერი პირის და მით უმეტეს, საჯარო მოხელის მხრიდან ჟურნალისტის უშვერი სიტყვებით ლანძღვა, პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა საქართველოს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა და სამართალდამცავების მხრიდან დაუყოვნებლივ მოქმედების საფუძველი უნდა გახდეს.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს დროული, კანონიერი რეაგირება მოახდინონ ფაქტზე და არ დაუშვან შერჩევითი სამართალის პრეცედენტების, მედიის თავისუფლების დათრგუნვის ფაქტების სისტემურ დანაშაულად ფორმირების პროცესი, რის წინააღმდეგაც "გურია ნიუსი" ნებისმიერი ხელისუფლების დროს იბრძოდა და იბრძოლებს.