საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით კითხვის ნიშნები ჩნდება იმასთან, დაკავშირებით, როგორ მოხვდა "რუსთავი 2"_ის დავა მოსამართლე ურთმელიძესთან. როგორც ნაცვლიშვილმა "გურია ნიუსს" უთხრა ეს არის სისტემური პრობლემა დავების გადანაწილებასთან დაკავშირებით:
_ ყადაღის ღონისძიებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ჩვენ შევაფასეთ უსაფუძვლოდ. მიგვაჩნია, რომ ეს სათანადო სტანდარტით მიღებული გადაწყვეტილება არ იყო. კითხვის ნიშნები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდა ურთმელიძესთან ეს დავა. ასევე კითხვის ნიშნებს აჩენს ურთმელიძის დედასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია. პროკურატურის პოზიცია, რომელსაც საზოგადოებაში ეჭვები უნდა გაექარწყლებინა არ მოგვისმენია, რამაც უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნაცვლიშვილმა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე "რუსთავი 2"-ს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ თავისუფალი სიტყვის არსებობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.