საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, რომ რომ მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთოს.
_ აშკარად ჩანს მისი მხრიდან ჩარევა, ზეწოლა მოსამართლის მიმართ, რადგან ის მოუწოდებს მოსამართლეს, რომ არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება. რას ნიშნავს ეს ჩემთვის გაუგებარია. მოვუწოდებ პრეზიდენტ მარგველაშვილს განმარტებები გააკეთოს ამასთან დაკავშირებით. ეს არის მოსამართლეზე პირდაპირი ზეწოლა და ჩარევა მის საქმიანობაში, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს ყველას "თავი შეიკაონ მძაფრი ნაბიჯების გადადგმისგან და მოთოკონ ემოციები":
_ გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა, მშვიდობა და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა მოახდინა პოლიტიკური კლიმატის ესკალაცია და შექმნა კონსტიტუციური დარღვევის და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები:
_ ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქეის მოვალეობაა. და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში, _ განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.