საქართველოს პრეზიდენტის დრევანდელ განცხადებას, რომელშიც გიორგი მარგველაშვილი ყველას "ემოციების მოთოკვისკენ" და "კონსტიტუციური წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი უპასუხისმგბელოს უწოდებს:
_ საქართველოს კონსტიტუციურ წესრიგს არავითარი საფრთხე არ ემუქრება ქვეყანაში. ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, ნებისმიერი თანამდებობის პირისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს.
როდესაც იწყებ საუბარს იმაზე, რომ დიალოგს იწყებს კონსტიტუციურ წესრიგზე, მაშინ ამის ნიშნები უნდა იყოს ქვეყანაში.
ქვეყნის პრეზიდენტი ასე არ უნდა საუბრობდეს. სანამ ვინმეს მიუთითებ, რომ ვინმე რამეს ძაბავს, სწორედ მისი მხრიდან ამ ტიპის განცხადების გაკეთება არის ვითარების დაძაბვა, _ განაცხადა თინა ხიდაშელმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.