ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "რუსთავი 2" "ნაციონალური მოძრაობის სააგიტაციო მანქანაა და ის ამ ქსელში მარტო არ არის.
როგორც ივანიშვილმა "ქრონიკისთის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ქსელი რამდენიმე ნაწილად იყოფა, თუმცა წამყვანი ძალა "რუსთავი 2"-ია.
"რუსთავი 2" არ არის დამოუკიდებელი ტელევიზია, ის არის სააგიტაციო მანქანა "ნაციონალური მოძრაობის", მაგრამ ამით კანონი არ ირღვევა, ღმერთმა მოახმაროს. ამის შემქმნელი არის "ნაციონალური მოძრაობა" და არა მარტო რუსთავი 2-ია ამ ქსელში; აქვთ "ტაბულა", ყველაზე ინტელექტუალური ნაწილი, ეს პრეტენზია აქვს. ჰყავთ უხეში და ყველაზე მძიმე ნაწილი შალვა ნათელაშვილი, რასაც გინდა იმას იტყვის ეს კაცი. საზოგადოებას არა უშავს, მაგრამ ძალიან მძიმე საყურებელია ზოგჯერ. თვითონაც შეეჩვია ის ამ როლს და რასაც უნდა იმას იტყვის. შემდეგ ჰყავს ელისო კილაძე, "ქრონიკა +", ის არის, მარჩიელის როლში, წინასწარ იტყვის, რაც უნდა, შემდეგ კი, ამას ყველაფერს "რუსთავი 2" დაამთავრებს. ეს არის სტრუქტურა, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" გააჩნია", _ განაცხადა ივანიშვილმა.