"პირველი არხის" საინფორმაციოს უფროსი პირველი ჩემი ოპონენტია, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქორინიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"რაღა მაინცდამაინც "რუსთავი 2" იზღუდება? თქვენ ვინმე გზღუდავთ? "მაესტროს"? თუნდაც "პირველი არხი ავიღოთ, დიდხანს არ ჰყავდათ საინფორმაციოს უფროსი. ახლა დანიშნეს ვინმე გვიმრაძე, პირველი ჩემი ოპონენტი. მთელი მისი ცხოვრებისეული პოზიციით ჩვენი ოპონენტია. აი, ნახეთ, როგორ კონტროლდება მთავრობისგან", _ განაცხადა ივანიშვილმა.