პრემიერის შესახებ ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ის ძირითადად კმაყოფილია მისი მუშაობით.
"ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან ცდილობს და იზრდება როგორც პოლიტიკოსი და ეს ძალიან კარგია. მისი გამოსვლა არც მე მომეწონა, ძალიან ემოციური იყო, როგორც მოქალაქეს აქვს ამის უფლება, მაგრამ ის მთავრობის თავმჯდომარეა და მეტი თავდაჭერილობა მართებს.
მე ისევ სააკაშვილი მყავს ეტალონად, ასეთი ლიდერი ღმერთმა დაგვიფაროს, ფიქრობ რომ ირაკლი არის ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი და მომავალში კიდევ უფრო ეფექტური იქნება. გამზადებულ ლიდერებს და პოლიტიკოსებს ჩვენ ვერსაიდან ვერ მოვიყვანდით. ისინი მუშაობენ, გამოცდილებას იძენენ და ვითარდებიან.
როგორ იყო წინა ხელისუფლების დროს? ერთ მუშტად შეკრული გუნდი ძალადობდა დანარჩენ საზოგადოებაზე, მთავარია, რომ ეს აღარ ხდება.