არცერთი ჩემი ქმედება არ არის კერძო და პირადული; რასაც ვაკეთებ, ამას ვაკეთებ მხოლოდ საერთო, საზოგადოების ინტერესებისთვის, _ ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"თუნდაც თანაინვესტირების ფონდის დაფუძნება გავიხსენოთ, რომელმაც დიდი ძვრები მოიტანა ეკონომიკაში, თუნდაც პანორამას რომ დასდევენ და სასტუმროების მშენებლობას, ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ საერთო საქმეს არგოს. ურეკში ახლა სასტუმრო მთავრდება ზღვაში შეჭრილი აუზით, თანაინვესტირების ფონდი აკეთებს ამას, მაგრამ ჩემი პირადი ექსკლუზივით, რამეთუ ის ფული უკან არასდროს არ დაბრუნდება. მაგრამ ეს ძალიან დიდ შანსს მისცემს შავი ზღვის სანაპიროს, ისევე, როგორც პანორამა თბილისს, სადაც არქიტექტურული ნორმა დაცულია. პასუხს ვაგებ, რომ არცერთი ჩემი ქმედება კერძო და პირადული არ არის. ამას მხოლოდ საზოგადოების ინტერესებისთვის ვაკეთებ და ამას ხალხი აფასებს, "ნაციონალური მოძრაობის" ყვირილის მიუხედავად", _ განაცხადა ივანიშვილმა.