საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა აქცია გამართა.
აქციის ორგანიზატორები პრეზიდენტისგან წამების კადრებთან დაკავშირებით, მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდნენ.
მათი აზრით, პრეზიდენტმა საზოგადოების მოთხოვნას, რომ გასამართლდეს "ნაციონალური მოძრაობა", მხარი დაუჭიროს.
როგორც აქციის მონაწილეებმა რეზიდენციასთან აღნიშნეს, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს იყო რეჟიმი და ის აუცილებლად უნდა გასამართლდეს.
„ქართულ ოცნებას“ არაფერი გაუკეთებია რეჟიმის გასასამართლებლად, არავინ დაუსჯია; პროკურატურას შესაბამისად არ უმოქმედია, ამიტომ, ჩვენი მოთხოვნაა, პრეზიდენტი მაინც დადგეს ხალხის გვერდით და მხარი დაუჭიროს „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებასა და მისი გასამართლების მოთხოვნას, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი აყენებს“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია "ქართული მისიის" წევრმა, გიორგი ზარნაძემ.
ამავე თემაზე: