"რუსთავი 2-"ის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, პროცესის გაჭიანურების მიზნით მოპასუხე მხარეს არცერთი შუამდგომლობა არ დაუყენებია და არც ახლა აპირებს.
როგორც საძაგლიშვილმა განაცხადა, საქმეში აღარ არის არცეთი რეალური მტკიცებულება. რჩება მხოლოდ ერთადერთი მტკიცებულება, გაყალბებული ექსპერტიზის დასკვნა.
რაც შეეხება კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულებასა და ექსპერტის დაკითხვას, საძაგლიშვილი ამბობს, რომ ეს რამდენად მოესწრება დღევანდელ სასამართლო პროცესზე, არ იცის.