ლანჩხუთის გამგეობის შენობაში დღეს შედარებითი სიმშვიდე იგრძნობოდა. მკაცრი რეპრესიების ჩატარებისთანავე კონტროლის პალატის გასაიდუმლოებულმა თანამშრომლებმა ისე დატოვეს გამგეობის შენობა, მათი ნახვა ვერავინ მოახერხა, თუ არ ჩავთვლით იმ პარტიების წარმომადგენლებს, რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი კავშირები აქვთ ივანიშვილის კოალიციასთან.
13 მარტს გამგეობაში მისულებს აღარც დაცვის პოლიცია დაგვხვდა და არც შენობაში გადაადგილება იყო შეზღუდული.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ლანჩხუთში ჩატარებული სადამსჯელო ოპერაციების შემდეგ კონტროლის პალატა ჩოხატაურში გაემგზავრა ახალ ,,უკანონობათა’’ აღმოსაჩენად.