"უბედური ევროპელები და ამერიკელები, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირი მსხვერპლია. არ ასვენებენ დღესაც. ის ხალხი თავის საქმეს აკეთებს, ძალიან კარგად იციან თავისი საქმე, მაგრამ ამდენ ხანს ატყუებდნენ, დღესაც ნაცნობობა აქვთ და ახლა ცდილობენ იქედან აქეთ მოგვყიდონ", _ ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გააკეთა.
როგორც ივანიშვილმა განმარტა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის შეფასებები, რომ თითქოს ხელისუფლების მხრიდან მედიაზე ზეწოლა მიმდინარეობს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული სიცრუეა.
"მახსოვს, როდესაც აქტიურად მიდიოდა არჩევნები და უამრავ სიყალბეს და სიცრუეს ყრიდნენ, ამერიკის საელჩოში იყო მირღება, ოპოზიციაში ვიყავი მაშინ, როგო დამარტყეს წრე ჟურნალისტებმა და მითხრეს, რომ აი, ნახეთ ამერიკის სახალხო პარტიის წერილი, როგორ ურიგებთ ტელევიზორებს და მაცივრებს ხალხს, არჩევნებში მოსყიდვის სახით… აბა, მაჩვენეთ, სადა გაქვთ ერთი ტელევიზორი და მაცივარი, სადა გაქვთ გადაღებული, ასევე მაჩვენეთ ახლა ერთი ზეწოლა მთავრობის მხრიდან თავისუფალ მედიაზე, ან რუსთავი 2-ზე ან სხვაზე, მსგავსი მაგალითი არა გაქვთ და აწუხებთ იმ საცოდავებს. საცოდავები კი არაფერი სჭირთ, ჩვენზე კარგად არიან ყველანაირად, საცოდავები იმ დარგში არიან, რომ ესენი, გაოგნებულები, ვერაფერს რიომ ვეღარ ახერხებენ, მათ აწუხებენ. ატყუებდნენ ცხრა წლის განმავლობაში და ამის მსხვერპლი ქართული საზოგადოება იყო, რომ დემოკრატიის შუქურაა საქართველო. ამ დროს დიქტატურა შენდებოდა და ფუძნდებოდა საქართველოში. ავტორიტარული ხელისუფლება უკვე გაფორმებული ჰქონდათ. და ახლა თქვენ გნებავთ გააფორმოთ, გარეთ რომ ამბობს სახალხო პარტიის წარმომადგენელი მთავრობა ნახეთ როგორ ზეწოლას ახორციელებს ტელევიზიებზე, ეს გინდათ არგუმენტად გამოიყენოთ“, _ განაცხადა ივანიშვილმა.