ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას, ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილს დაზუსტებული ინფორმაციები არ აქვს.
მიაწოდეთ ხოლმე ამ ადამიანს დაზუსტებული ამბები… უხერხულია, _ ასე უპასუხა სოციალურ ქსელში ინგა გრიგოლიამ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დღეს მედიასთან ტელეკომპანია "იმედში" ინგა გრიგოლიას თოქ-შოუების დახურვის გამო კომენტარი გააკეთა.
"უკაცრავად, რომელიმე ჟურნალისტს რომ შეეხსენებინა ივანიშვილისთვის, რომ მე კანდიდატურა ჩემით მოვხსენი არჩევნებამდე, არა? გიპასუხათ და არც ერთს არ გაგახსენდათ კონტრშეკითხვად ეს ამბავი? და რომ საკუთარი ნებით ვთქვი უარი არჩევნებში მონაწილეობაზე? თუ თავად არ იცის, მრჩეველმა მაინც ვერ შეახსენეს ეს ამბავი, არასწორს რომ ამბობდა? … როგორია ჩემი რეაქცია? – ბატონ ივნიშვილს არ ჰქონია ზუსტი ინფორმაცია, როგორ დავბრუნდი ჟურნალისტიკაში და როდის მოვხსენი კანდიდატურა…. მიაწოდეთ ხოლმე ამ ადამიანს დაზუსტებული ამბები… უხერხულია.
პ.ს და კიდევ ერთი, გადაცემა რატომ დაიხურა, ეს რა კავშირში იყო იმასთან, რაც მან თქვა? მოკლედ – ჟურნალისტებო, სხვა დროს, ჩემს თემაზე კითხვას თუ დასვამთ, მკითხეთ წინასწარ და უფრო გამართულ არგუმენტებს მოგაშველებთ ხოლმე", _ წერს სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ინგა გრიგილია.
ინგა გრიგოლიას პოლიტიკაში იძულებით დაბრუნების შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" არჩევნებში 1%-იც ვერ აიღო და, შესაბამისად ინგა გრიგოლია, რომელსაც ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლამდე გარანტირებული ჰქონდა დეპუტატის მანდატი, პარლამენტში ვერ მოხვდა.
"ინგა გრიგოლია, პრინციპში, იძულებით დავაბრუნე ჟურნალისტიკაში", _ განაცხადა ივანიშვილმა.































































