ეკონომიკაში გვაქვს უამრავი უკეთესობა, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა, _ ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"მე მოვიტანე ფურცლები და ვაჩვენე საზოგადოებას საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. ყველგან, გაცილებით წარმატებულია დღევანდელი მთავრობა, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" იყო. ყველაფერში წინსვლაა. კონკურენტუნარიანობა, გამჭვირვალობა, მედიის თავისუფლება, ყველაფერიში თქვენგან გასაოცრად, მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევებით, თუ სხვა ორგანიზაციებით, წარმატებული და უკეთესიცაა ეს მთავრობა. მე ვერ აღმოვაჩინე ვერცერთი ნაწილი, სადა უკეთესობა ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას" თავისი მმართველობის დროს", _ აღნიშნა ივანიშვილმა.


































































