ნიკა გვარამია რომ ამბობს მითვალთვალებენო, ეს უნდა დაამტკიცოს; ამისთვის არსებობს კანონი, _ ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"სამი წელია "რუსთავი 2-ს" ვაკრიტიკებ, მაგრამ სად ნახეთ ძალადობა? ნიკა გვარამია რომ ამბობს მითვალთვალებენო, ეს უნდა დაამტკიცოს. ამისთვის არსებობს კანონი. ნიკა გვარამია რასაც იტყვის, ეს კანონი ვერასოდეს გახდება. არაფერს არ გამოვრიცხავ,მაგრამ ეს კანონმა უნდა დაამტკიცოს. ნიკა გვარამია რასაც ექსტაზებში შესული იტყვის, ვერ გახდება საფუძველი, რომ ეს არგუმენტები იყოს. ჯერ რაც თქვა, რომ მემუქრებიანო, ეს დაამტკიცა? მგონი, უარყო იმ კაცმა", _ განაცხადა ივანიშვილმა.































































