თუ წამების კადრების ჩვენების ორგანიზებაში საჯარო პირები მონაწილეობენ, მათზე პასუხისმგებლობა უნდა იყოს, _ ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"ძალიან ცუდად ვაფასებ თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩვენებებში მონაწილეობას. მაგრამ ვნახე განმარტება, რომ იმიტომ ვესწრებოდი, ექსცესები რომ არ ყოფილიყოო. მაგრამ თუ ამის ორგანიზებასა და ამის გააქტიურებაში საჯარო პიროვნებები ღებულობენ მონაწილეობას, ჩემი აზრით, მაქსიმალური მოთხოვნა უნდა იყოს მათ მიმართ და ეს აბსოლუტურად მიუღებელია. მიუღებელია ჩემი აზრით, საერთოდ, ამ კადრების ჩვენება. რა თქმა უნდა, მიუღებელია რაც გააკეთეს, რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა. ფსიქიკას არღვევს ამ კადრების ჩვენება. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რა დღეში იყვნენ ის მონაწილეები, რა დღეში ჩაყარეს", _ განაცხადა ივანიშვილმა.