ტელეკომპანია "რუსთავი2-"ის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, წინა სასამართლო პროცესს დარბაზში სხვა ექსპერტი ესწრებოდა.
ამის შესახებ საძაგლიშვილმა სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა და სამხარაულის ეროვნული ბიუროს ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსს, შოთა ივანაშვილს ჰკითხა, მარტო დადის თუ არა ის პროცესებზე.
რაზეც ივანაშვილმა უპასუხა, რომ მარტო დადის. ამის შემდეგ, საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ 19 ოქტომბერს გამართულ პროცესზე დარბაზში ექსპერტი გიორგი ჩადუნელი იმყოფებოდა და ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც არსებობს. რაზეც ექსპერტმა შოთა ივანაშვილმა განცხადა, რომ 19 ოქტომბერს მას სასამართლო უწყებიდან მიუვიდა მიწვევა, რის გამოც, სასამართლოში მივიდა და მის გარდა სხვა ექსპერტი სხდომას ვერ დაესწრებოდა, რადგან დარბაზში არ დაუშვებდნენ.