სამხარაულის ეროვნული ბიუროს ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსს, შოთა ივანაშვილს, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში კითხავენ, არ ახსოვს, განმარტა თუ არა ტერმინები თავის საექსპერტო დასკვნაში.
"რუსთავი 2"-ის ადვოკატების მიერ დასმულ კითხვაზე, აქვს თუ არა ტერმინები განმარტეული, ივანაშვილმა უპასუხა, რომ ეს არ ახსოვს.
გარდა ამისა, ექსპერტს არ აქვს პასუხი დაადგინა თუ არა რუსთავი 2 -ის საბაზრო ღირებულება.
სამხარაულის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ფინანსური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსი შოთა ივანაშვილი ამბობს, რომ როდესაც ის ექსპერტიზას ატარებდა არ დაინტერესებულა დოკუმენტების სანდოობით.
მისივე თქმით, 8 სახის დოკუმენტი მოითხოვა თუმცა ქიბარ ხალვაშის იურისტებმა მხოლოდ 2 მიუტანეს.
კითხვაზე: თუ არ იყო სავალდებულო დანარჩენი 6 დოკუმენტი, რატომ მოითხოვა ან შემდეგ ექსპერტიზა რატომ ჩაატარა? – მოწმემ განაცხადა: რომ მოეთხოვა მაინც არ მოიტანდნენო.
ექსპერტმა "რუსთავი 2"-ის იურისტების კითხვაზე შეიძლებოდა თუ არა არასრული დოკუმენტების გამო მას ექსერტიზის ჩატარებაზე უარი ეთქვა აღნიშნა, რომ კი მას შეეძლო ეთქვა უარი მაგრამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო.
გარდა ამისა, მოწმე შოთა ივანაშვილი ამბობს, რომ მას დასკვნა 10 დღის ვადაში უნდა დაეწერა, თუმცა ეს ერთ დღეში დაწერა.
ამასთან ექსპერტი ივანაშვილს არ აქვს პასუხი დაადგინა თუ არა რუსთავი2-ის საბაზრო ღირებულება.
დაკითხვის შემდეგ მხარეებს დასკვნითი სიტყვისა და რეპლიკების წარმოთქმის შესაძლებლობა მიეცემათ, რის შემდეგაც პროცედურა მოსამართლის სათათბირო ოთახში, გადაწყვეტილების გამოსატანად გასვლას ითვალისწინებს. არსებობს მოლოდინი რომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძე დღესვე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.